ტორლუხანოვის საერთაშორისო თასის ფინალში ორი ქართველი მოჭიდავე გავიდა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრები ლერი აბულაძე (60 კგ.) და ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ.) ყაზახეთში მიმდინარე ტორლუხანოვის საერთაშორისო თასის გათამაშების ფინალში გავიდნენ.
რობერტ კობლიაშვილი (87 კგ.), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ.) და ლევან არაბული (130 კგ.) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ.) ნეკნის ტრავმის გამო ნახევარფინალურ შეხვედრაში გამოსვლა ვერ შეძლო. ფინალური შეხვედრები ხვალ გაიმართება.