„ტორინოს“ რვა ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„ტორინოს“ რვა ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ტორინოში“ რთული მდგომარეობაა, კლუბის რვა ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა, – იუწყება Tuttomercatoweb.

გამოცემის ინფორმაციით, მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, „ტორინო“ იტალიის ჩემპიონატში უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებს.

მთელი გუნდი კარანტინშია, შესაბამისად, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ფეხბურთელები ვერც ბაზაზე ივარჯიშებენ.

„ტორინოს“ რთული მდგომარეობა აქვს იტალიის ჩემპიონატშიც. ტურინული კლუბი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილის მე-17 ადგილზე იმყოფება და ტურნირიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.