„ტორინომ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
„ტორინომ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

იტალიის თასის მეოთხედფინალში „იუვენტუსთან“ წაგების (0:2) შემდეგ, „ტორინოს“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა სინიშა მიხაილოვიჩი, – წერს Football Italia.

აღნიშნავენ, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ამგვარი ნაჩქარევი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ახალმა მწვრთნელმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გამოიყენოს შემადგენლობის შესაცვლელად.

მიხაილოვიჩი 2016 წლის ზაფხულიდან ედგა სათავეში ტურინულ კლუბს. ბოლო 17 მატჩში „ტორინომ“ მხოლოდ სამჯერ მოიგო და მეათე ადგილზე სერია A-ს ცხრილში.