ფრე „სასუოლოსთან“ - საბა საზონოვმა „ტორინოში“ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
ფრე „სასუოლოსთან“ - საბა საზონოვმა „ტორინოში“ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

„ტორინო“, სადაც საბა საზონოვი თამაშობს, სერია A-ში სტუმრად „სასუოლოს“ შეხვდა და დაძაბულ შეხვედრაში ქულა მოიპოვა – 1:1.

ტორინოს“ მწვრთნელმა, ივან იურიჩმა საქართველოს ნაკრების მცველი წინა ტურში ძირითად შემადგენლობაში ათამაშა, მაგრამ ამჯერად სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე მხოლოდ 83-ე წუთზე შეუშვა.

ანგარიში მე-5 წუთზე „სასუოლომ“ გახსნა – მასპინძლები ანდრეა პინამონტიმ დააწინაურა. „ტორინომ“ ანგარიში ოთხ წუთში კოლუმბიელი თავდამხმელის​დუვან ზაპატას მიერ გატანილი გოლით გაათანაბრა​.

24 ტურის შემდეგ „ტორინო“ 33 ქულით მე-10 პოზიციაზეა და ევროსაგზურისთვის მებრძოლ გუნდებს ოთხი ქულით ჩამორჩება.