საზონოვი ტრავმირებულია - შესაძლოა, „ტორინომ“ საბა სხვა გუნდში გაანათხოვროს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი, შესაძლოა, სერია A-ს „ტორინომ“ ახალი სეზონიდან სხვა კლუბში გაანათხოვროს, – ინფორმაციას გამოცემა calciomercato ავრცელებს.
„ტორინოდან“ შესაძლო წამსვლელებს შორის არის საბა საზონოვი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ძალიან ცოტა სათამაშო დრო მიიღო და არ არის გამორიცხული, წლის ბოლოს იჯარით გაუშვან, მაგრამ ეს იყო იტალიაში ქართველი მცველის პირველი სეზონი, რომელიც სრულ წარუმატებლობად მაინც არ შეფასდება“, – ამტკიცებს Calciomercato.
„ჯვაროსნების“ 22 წლის ცენტრალური მცველი „ტორინოში“ 2023 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. მას შემდეგ „ტორინოში“ საბა საზონოვმა მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და ძირითად შემადგენლობაში კი ორჯერ მოხვდა.
ს„აბა საზონოვს „ტორინოში“ სათამაშო პრაქტიკა აკლდა, მაგრამ ბოლო ორ შეხვედრაში „ფროზინონესთან“ და „ინტერთან“ გუნდის განაცხადშიც არ იყო, რისი მიზეზიც ტრავმა აღმოჩნდა“ – ეს უკვე Thestatszone-ს ინფორმაციაა.
„ტორინო“ „ბოლონიასთან“ მატჩისთვის ემზადება. გუნდს ოთხი მოთამაშე დააკლდება – ადრიენ ტამეზე მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, ხოლო კოფი ჯიჯი, გვიდას გინეიტისი და საბა საზონოვი ტრავმირებულები არიან“ – წერს იტალიური გამოცემა.