ტონი პარკერი „შარლოტის" კალათბურთელი გახდა
ტონი პარკერი „შარლოტის" კალათბურთელი გახდა

ვეტერანმა ფრანგმა კალათბურთელმა ტონი პარკერმა კარიერაში პირველად შეიცვალა კლუბი. როგორც ESPN წერს, 36 წლის მცველი ორწლიან და 10-მილიონიან კონტრაქტზე მოელაპარაკა “შარლოტ ჰორნეტსს“.

პარკერი 2001 წლიდან “სან ანტონიოს” შემადგენლობაში თამაშობდა და ამ გუნდთან ერთად ოთხჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი.

გასულ სეზონში ფრანგმა რეგულარულ ჩემპიონატში 55 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 7.7 ქულა, 1.7 მოხსნა და 3.5 შედეგიანი პასი დააგროვა.