ანალიტიკური პორტალის, OPTA-ს ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ევრო 2024-ის გახსნით შეხვედრაში შოტლანდიასთან ტურნირის რეკორდი დაამყარა.
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მატჩის განმავლობაში 102 პასი შეასრულა, საიდანაც 101 ზუსტი იყო (99%). მსგავსი მაჩვენებელი 1980 წლის შემდეგ არ ჰქონია არცერთ მოთამაშეს, რომელმაც თამაშისას 100-ზე მეტი პასი გასცა.
გერმანიის ნაკრებმა A ჯგუფის პირველ შეხვედრაში შოტლანდია 5:1 დაამარცხა და მერვედფინალისკენ უკვე დიდი ნაბიჯი გადადგა. გერმანელები მომდევნო მატჩს 19 ივნისს უნგრეთთან ჩაატარებენ.
რაც შეეხება კროოსს, მისთვის ევრო 2024 ბოლო დიდი საფეხბურთო ტურნირი იქნება, რის შემდეგაც სპორტულ კარიერას დაასრულებს.