ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ესპანეთთან წაგების შემდეგ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა აზრი გამოთქვა კარიერის დასრულების შესახებ.
„მოხარული ვარ, რომ დავეხმარე გერმანიის ნაკრებს, ოდნაც უკეთესი ყოფილიყო. მაგრამ დღეს ჩვენ, ყველანი ძალიან ნაღვლიანები ვართ.
დიდი მიზანი გვქონდა და ახლა ჩვენი ოცნებები დამსხვრეულია. როცა ასე ახლოს ხარ წარმატებასთან, მსგავსი წაგება ძალიან მწარეა“, – განაცხადა გერმანელმა ფეხბურთელმა.