„ტომი და ჯერი“ ეკრანებზე ბრუნდება

10:40, 16.10.2018

ამერიკული ანიმაციური სერიალი „ტომი და ჯერი“ ეკრანებზე ბრუნდება. ინფორმაციას Variety ავრცელებს.

საკულტო პერსონაჟები ეკრანებზე 2019 წლის ბოლოს გამოჩნდებიან. სურათზე კომპანია Warner Bros-ი მუშაობს.

სერიალი ამჯერად მხატვრული ფილმის სახით იქნება წარმოდგენილი.

ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერ არის გადაღებული. მისი მწარმოებელია კომპანიაა Metro-Goldwyn-Mayer.  სიუჟეტი შეიცავს კატისა და თაგვის დაუსრულებელი კონფლიქტის ამბავს.

მსგავსი