ტომაშ პეტრიჩეკი - დემოკრატიის ნაწილია მთავრობისა და ოპოზიციის უნარი, ჩამოაყალიბონ კონსენსუსი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე
ტომაშ პეტრიჩეკი - დემოკრატიის ნაწილია მთავრობისა და ოპოზიციის უნარი, ჩამოაყალიბონ კონსენსუსი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე

დემოკრატიის ნაწილია უნარი მთავრობასა და ოპოზიციის, განიხილონ, ჩამოაყალიბონ ყოვლისმომცველი კონსენსუსი და კომპრომისი იქიდან გამომდინარე, თუ რა ინტერესი აქვს ქვეყანას, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრიჩეკმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართული სესიის მონაწილებს კითხვა დაუსვა: „თუ მთავრობა გააგრძელებს პოლიტიკური სივრცის და ოპოზიციის შევიწროებას, ფიქრობთ, რომ ეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის გამოწვევა ექნება?“.

როგორც ტომაშ პეტრიჩეკმა აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობა ემყარება პრინციპს „მეტი მეტისთვის“, იმ ელემენტარულ ასპექტებს, რასაც პატივი უნდა სცეს ყველამ.

„ევროკავშირი არ აპირებს, გვერდზე გადგეს, როდესაც საქმე ეხება მის საკუთარ პრინციპებს და როგორც ნებისმიერ კლუბში, არსებობს წესები და თუ გინდათ ამ კლუბის წევრი იყოთ, პატივი უნდა სცეთ ამ წესებს, თუმცა ეს გახლავთ თქვენი თავისუფალი არჩევანი, გსურთ თუ არა კლუბის წევრობა. დემოკრატიის ნაწილია უნარი მთავრობასა და ოპოზიციის, განიხილონ, ჩამოაყალიბონ ყოვლისმომცველი კონსენსუსი და კომპრომისი იქიდან გამომდინარე, თუ რა ინტერესი აქვს ქვეყანას. ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობაში და ბალკანეთში ყველა პარტნიორს მოვუწოდებთ, არაკონსტრუქციული დიალოგი მთავრობასა და ოპოზიციას შორის არის ერთ-ერთი რამ, რაც ზიანს აყენებს ინტერესებს და ანელებს აღნიშნული ქვეყნების გაწევრიანების, ინტეგრაციის პროცესს. რაც ვიხილეთ ბოლო დროს ალბანეთში და სხვა ქვეყნებში, ეს არის მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის წარმართვის უუნარობა. ეს ასევე ქმნის ბარიერს მრავალი წვერი ქვეყნისთვის, რათა მათ სურვილი ჰქონდეთ გაწევრიანების პროცესის დაჩქარების“, – განაცხადა ტომაშ პეტრიჩეკმა.