ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ, ლონდონის „ჩელსის“ კონტრაქტი მთავარ მწვრთნელთან თომას ტუხელთან ავტომატურად გაგრძელდა 2024 წლის ზაფხულამდე, – იტყობინება გაზეთი Bild.
წყაროს ცნობით, მხარეებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ კონტრაქტში არსებული პუნქტი და ავტომატურად გაეგრძელებინათ ხელშეკრულება. კერძოდ, გერმანელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე ჰქონდა, ხოლო წინასწარი შეთანხმების თანახმად, ჩემპიონთა ლიგის მოგებამ ის ერთი წლით გაახანგრძლივა.
თომას ტუხელმა „ჩელსი“ ამა წლის იანვარში ჩაიბარა ფრენკ ლემპარდის გადადგომის შემდეგ.