„ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა, შესაძლოა, ინგლისის ნაკრები ჩაიბაროს.
გერმანული გაზეთის Bild-ის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტი მზად არის განიხილოს ეროვნულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა.
ინგლისურ პრესაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს ამჟამინდელმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა.
ტუხელი 7 სექტემბერს გაანთავისუფლეს „ჩელსიდან“. ამის შემდეგ, მან უარი თქვა „ლევერკუზენში“ მუშაობაზე.