ტომას ტუხელი – რაც მეტს ვითამაშებთ, მით უკეთეს ინგლისის ნაკრებს იხილავთ #1TVSPORT
ინგლისის ნაკრებმა პანამა 2:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ნიუ-ჯერსის „ისთ რატერფორდ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში თავი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ჯუდ ბელინგემმა და ჰარი კეინიმ გამოიჩინეს.
„გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო. ერთადერთი გუნდი ვიყავით, რომელმაც პანამის წინააღმდეგ ამდენი შანსი შექმნა. გამარჯვებაში ბელინგემმა დიდი როლი ითამაშა. ზრდის პოტენციალი ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ბევრი დეტალი უნდა გამოვასწოროთ. პლეიოფიდან ტურნირი, ფაქტობრივად, თავიდან იწყება. რაც მეტს ვითამაშებთ, მით უკეთეს ინგლისის ნაკრებს ნახავთ“, – განაცხადა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა.
„ვიცოდით, რისი მიღწევა გვინდოდა და მეტოქის წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გავტეხეთ. ყველა თამაშში უფრო უკეთესები უნდა გავხდეთ – ეს ჩვენზეა დამოკიდებული. მიხარია, რომ ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლებით (11 გოლი) ინგლისის ნაკრების რეკორდსმენი გახდა. ის ამ წარმატებას იმსახურებს“, – ამბობს ჯუდ ბელინგემი.