ტომას ტუხელი - მანჩესტერთან წაგების შემდეგ ზოგიერთ ჩემს ფეხბურთელს სეზონის დასრულება სურდა
ტომას ტუხელი - მანჩესტერთან წაგების შემდეგ ზოგიერთ ჩემს ფეხბურთელს სეზონის დასრულება სურდა

პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ მანჩესტერ იუნაიტედთან წაგების შემდეგ მის ფეხბურთელებს სეზონის გაგრძელების სურვილი გაუქრათ და შვებულებაში სიამოვნებით წავიდოდნენ. ოლდ ტრაფორდზე ორბურთიანი სხვაობით (0-2) მოგებული პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ, პარიზელები საკუთარ არენაზე 1-3 დამარცხდნენ და ზედიზედ მესამედ გამოეთიშნენ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირს პლეიოფის პირველივე ეტაპზე.

„თამაშის შემდეგ ბევრ ბეხბურთელს სეზონის გაგრძელება აღარ სურდა და დასასვენებლად სიამოვნებით წავიდოდა“, – განაცხადა ტომას ტუხელმს პრეს-კონფერენციაზე, – „თუმცა, ეს გამოსავალი არ არის. ჩვენ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვეღარ შევძლებთ, მაგრამ გვაქვს შანსი, რომ მოვიქცეთ ისე, როგორც ჩემპიონები იქცევიან“.

შეგახსენებთ, რომ პარიზული გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში უპირობო ლიდერია და მეორეადგილოსან ლილს 14 ქულით უსწრებს.