თომას ტუხელი – ინგლისი მსოფლიოზე აუთსაიდერად წავა #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, მიჩნევს თუ თავის გუნდს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფავორიტად.
„თუ თქვენ არასოდეს მოგიგიათ უიმბლდონი, შესაძლოა, ხართ ერთ-ერთი პრეტენდენტი, მაგრამ არა ფავორიტი.
არის ბრაზილია, არგენტინა, ესპანეთი და საფრანგეთი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შანსები არ გვაქვს. გვინდა მთელი გზა გავიაროთ, მაგრამ როლები მკაფიოდ უნდა იყოს განაწილებული.
საუკეთესო გუნდი უნდა ჩავიყვანოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე აუთსაიდერებად გავემგზავრებით და მოგვიწევს ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, რომლებმაც ამ დროის განმავლობაში ტურნირი არა ერთხელ მოიგეს.
არ მესმის, რა საჭიროა ჩვენზე ზეწოლა იმის მტკიცებით, რომ ფავორიტები ვართ. ბოლოს როდის გავიმარჯვეთ? მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ წინ“, – განუცხადა ტუხელმა გაზეთ Daily Mail-ს.