თომას ტუხელი დავიდ ალაბას შეძენას ითხოვს
თომას ტუხელი დავიდ ალაბას შეძენას ითხოვს

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა, დავიდ ალაბამ, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

გაზეთ „ბილდის“ ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა პარიზული კლუბის სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს ამ სატრანსფერო ფანჯრისას ავსტრიელი ფეხბურთელის შეძენა სთხოვა.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ალაბას სურს 20 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი.

ბუნდესლიგის დასრულებულ სეზონში ალაბამ 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.

დატოვე კომენტარი