თომას მიულმანი აცხადებს, რომ ავსტრია გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას
თომას მიულმანი აცხადებს, რომ ავსტრია გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას

საქართველოში ავსტრიის ელჩის, თომას მიულმანის განცხადებით, ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ელჩის თქმით, ის გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას.

„ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ამ ვიზიტს“, – განაცხადა ელჩმა.

როგორც ცნობილია, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა.