მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა თომას მიულერმა, შესაძლოა, კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს, – იტყობინება ვებგვერდი Get German Football News.
წყაროს ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეიძლება განაახლოს ინტერესი ფეხბურთელის მიმართ, თუ ის ვერ მოახერხებს ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას „ბაიერნთან“.
აღნიშნავენ, რომ მანჩეტერული კლუბი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იანვარში გამოხატავდა, მაგრამ გერმანელი დაინტერესებული არ იყო პრემიერლიგაში გადასვლით. ამასთან, მიულერით პირადად ინტერესდება „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი, რომელსაც მიაჩნია, რომ მიულერის გამოცდილება დაეხმარება გუნდს სწორ გზაზე დაბრუნებაში.
ცოტა ხნის წინ, 34 წლის მიულერმა დაადასტურა, რომ მინიმუმ 2025 წლის ზაფხულამდე აპირებს თამაშს და სასურველია ჩემპიონთა ლიგის დონეზე. მან უარი თქვა სარფიან შეთავაზებებზე MLS-დან და საუდის არაბეთიდან, რადგან პრიორიტეტად „ბაიერნში“ თამაში რჩება.
მიულერის კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.