მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა, თომას მიულერმა გერმანიის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„როცა 14 წლის წინ პირველად ვითამაშე გერმანიის ნაკრებში, ვერც კი წარმოვიდგენდი, წინ რა მელოდა. დიადი გამარჯვებები და მწარე წაგებები. ხანდახან ხელებს ქვემოთ ვუშვებდი, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდი წამოდგომას. ვხვდებოდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს, ვთამაშობდი საუკეთესო პარტნიორების გვერდით, რომლებთან ერთადაც ბევრი დაუვიწყარი მომენტი გავიზიარე. 131 მატჩი ჩავატარე ნაკრებში, 45 გოლი გავიტანე, მონაწილეობა მივიღე მსოფლიოსა და ევროპის ოთხ-ოთხ ჩემპიონატში, მოვიპოვე მსოფლიო თასი და ვიგრძენი ფანების სიყვარული.
ყოველთვის ძალიან ვამაყობდი, რომ საკუთარი ქვეყნის გუნდში ვთამაშობდი. ერთად ვზეიმობდით და ერთად ვტიროდით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარსა და ეროვნული გუნდის წევრებს. მადლობა მათ ამ წლებისთვის“, – განაცხადა მიულერმა.
34 წლის მიულერი გერმანიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობდა, 131 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.