თომას ბახმა კორეის პრეზიდენტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოქროს ოლიმპიური ორდენი გადასცა
თომას ბახმა კორეის პრეზიდენტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოქროს ოლიმპიური ორდენი გადასცა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა სეულში, კორეის საპრეზიდენტო ცისფერ სასახლეში ქვეყნის პრეზიდენტს მუნ ჩჟე ინს პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის IOC-ის უმაღლესი ჯილდო – ოქროს ოლიმპიური ორდენი გადასცა.

წელს პიონჩანგმა XXIII ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს უმასპინძლა. თამაშების მონაწილე 92 ქვეყანას შორის იყვნენ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებიც და პიონჩანგის თამაშებმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დაახლოებას ხელი შეუწყო.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ჯილდო რომელიც ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ 1974 წელს დაარსდა.

„მშვიდობიანი თამაშების წარმატება თქვენი დამსახურების და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლების უდიდესი მხარდაჭერის შედეგია“, – განაცხადა კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.