თომას ბახი - უნდა მოვემზადოთ იმ დღესთან შესახვედრად, როცა ისევ ერთმანეთს გადავეხვევით და ისევ სპორტით დავკავდებით (ვიდეო)
თომას ბახი - უნდა მოვემზადოთ იმ დღესთან შესახვედრად, როცა ისევ ერთმანეთს გადავეხვევით და ისევ სპორტით დავკავდებით (ვიდეო)

6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღეა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა  ინსტაგრამზე სახლში ჩაწერილი ვიდეო გამოაქვეყნა.

თომას ბახმა  მსოფლიოს მოუწოდა, ყველა ერთად მოემზადოს იმ დღესთან შესახვედრად, როცა კრიზისი გადაივლის, ერთმანეთს გადავეხვევით და ისევ სპორტით დავკავდებით:

„ჩვენ ახლა ყველა ერთ სიტუაციაში ვართ და ჩვენი, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვეღარ ვცხოვრობთ. ყოველდღე ახალ გზებს ვეძებთ კრიზისთან გასამკლავებლად.

სპორტსა და ფიზიკურ აქტივობას მნიშვნელოვანი როლი აქვთ, რომ ვიყოთ ძლიერები და ჯანმრთელები, რაც მთავარია კრიზისის შემდეგ, შევხდეთ ხვალინდელ დღეს, რომელსაც ასე ველოდებით. შევხვდეთ დღეს, როცა ჩვენი პირადი და საზოგადო ცხოვრება განახლდება, როცა ისევ შევძლებთ ერთმანეთს გადავეხვიოთ და ისევ სპორტით დავკავდეთ.

ამ დღეს უნდა შევხვდეთ ძლიერები და ჯანმრთელები ჩვენს ოლიმპიელებთან ერთად. ორშაბათს, 6 აპრილს სპორტის, განვითარებისა და მშვიდობის საერთაშორისო დღეა – კიდევ ერთი მიზეზი, რომ ვიყოთ აქტიურები, დავკავდეთ სპორტით და მოუთმენლად დაველოდოთ ტოკიოს 2020 წლის თამაშებს, რომელსაც შექმნილი სიტუაციის გამო, მომავალ წელს ვიზეიმებთ.

თუ იქნებით ჯანმრთელები, აქტიურები და ძლიერები ოლიმპიადის დიდებულ დღესასწაულს ყველა ერთად ვიზეიმებთ.  ეს იქნება სოლიდარობის, განსხვავებულობისა და ერთიანობის დიდი დღესასწაული. ასე რომ შეუერთდით კამპანიას,  იყავით ძლიერები, ჯანმრთელები, აქტიურები და დარჩით სახლში“, – ამბობს თომას ბახი.