თომას ბახი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გადახედვისა თუ შერბილების დრო ჯერ არ დამდგარა #1TVSPORT
თომას ბახი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გადახედვისა თუ შერბილების დრო ჯერ არ დამდგარა #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ილაპარაკა მისი ორგანიზაციის მიმდინარე პოზიციაზე საერთაშორისო ტურნირებში რუსი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ.

„ჩვენ ყველანი შეწუხებულნი ვართ. ვხედავთ, რომ დღეს ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი. ჩვენი პოზიცია სანქციებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით ყველამ იცის და შემიძლია გავიმეორო. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მისია. მსოფლიო სპორტი – მოწოდებულია გაერთიანებისკენ და წესების პატივისცემისკენ. სწორედ ეს გამოხატავს ჩვენს სანქციებსა და რეკომენდაციებს. მათი გადახედვისა თუ შერბილების დრო ჯერ არ მოსულა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, თუ როგორ გადავჭრათ დილემა, რომელიც წარმოიშვა“, – განაცხადა ბახმა.

28 თებერვალს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა სპორტულ საერთაშორისო ფედერაციებს – უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, არ დაუშვან რუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე.