თომას ბახი - ოლიმპიური თამაშებისთვის ყველაფერი მზადაა, თუმცა დეტალების მიმართ ყურადღებას ვიჩენთ #1TVSPORT
ოლიმპიური თამაშებისთვის ყველაფერი მზადაა, თუმცა დეტალების მიმართ ყურადღებას ვიჩენთ, – ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 142-ე სესიაზე განაცხადა.
ბახის თქმით, პარიზსა და სრულიად საფრანგეთში ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშების მიმართ ძალიან დიდი ენთუზიაზმია.
„პარიზსა და სრულიად საფრანგეთში ოლიმპიური თამაშების მიმართ ძალიან დიდი ენთუზიაზმია. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტას მილიონობით ადამიანი ელოდება.
თამაშებისთვის ყველაფერი მზადაა, თუმცა დეტალების მიმართ ყურადღებას ვიჩენთ. არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ეს ოლიმპიადა წარმატებული იქნება. თამაშები გვიჩვენებს, რა შედეგს მივაღწიეთ. მზადების პროცესი დასრულდა და ჭეშმარიტების მომენტი დგება. წინ, პარიზი 2024!“ – განაცხადა თომას ბახმა.
პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნება.