თომას ბახი - დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ მოვიგებთ
თომას ბახი - დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ მოვიგებთ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს მიაჩნია, რომ დოპინგს ყოველთვის ექნება ადგილი სპორტში.

„დოპინგის წინააღმდეგ ომი ერთ-ერთია იმათგან, რომლის მოგებასაც ვერ მოვახერხებთ”, – განაცხადა თომას ბახმა. მის ინტერვიუს Road-ი აქვეყნებს.

ივლისის დასაწყისში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აკრძალული პრეპარატების მიღებაში მხილებულ სპორტსმენებს შეიძლება, რეალური პატიმრობა მიესაჯოთ. ამ სავარაუდო საკანონმდებლო აქტს “როდჩენკოვის კანონი” უწოდეს.