მსახიობი ტომ ჰენქსი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა, თავისი პლაზმის დონორი გახდა. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა და პოსტს ფოტოებიც დაურთო.
ტომ ჰენქსსა და მის მეუღლეს, რიტა უილსონს კორონავირუსი მარტის შუა რიცხვებში დაუდასტურდათ, როდესაც ისინი ფილმის გადაღებაზე ავსტრალიაში იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმა „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ გამოიყენება.