საკურას ყვავილობის პარალელურად, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში თოვს. როგორც ადგილობრივი სინოპტიკოსები აღნიშნავენ, მარტის ბოლოს თოვლი ტოკიოში 10 წელია, აღარ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ შაბათს ტოკიოში ჰაერი 23°С-მდე გათბა, ამჟამად კი ყინვაა.
სინოპტიკოსების ვარაუდით, თოვლის სისქე იაპონიის დედაქალაქში ხუთ სანტიმეტრამდე მიაღწევს.