ტოკიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ტოკიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ვირუსი 584 ადამიანს ლაბორატორიულად დაუდასტურდა. ინფორმაციას „სიენენი“, იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რთული მდგომარეობაა სამხრეთ დასავლეთით მდებარე ოსაკას პრეფექტურაშიც, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსი 399 ადამიანს დაუდასტურდა. უკვე მეხუთე დღეა, ოსაკაში ვირუსის 300-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყნის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 520 პაციენტი მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 160 810 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 2 318 ადამიანი.