ტოკიოში გასულ 24 საათში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უკვე მეხუთე დღეა, ტოკიოში ვირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე იაპონიაში ვირუსის 20 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 991 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.