ტოკიოში დანით შეიარაღებული მამაკაცი მატარებელში მგზავრებს თავს დაესხა
ტოკიოში დანით შეიარაღებული მამაკაცი მატარებელში მგზავრებს თავს დაესხა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დანით შეიარაღებული მამაკაცი მატარებელში მგზავრებს თავს დაესხა. გავრცელებული ცნობით, 24 წლის მამაკაცმა ვაგონში სითხე დაასხა და ცეცხლი გააჩინა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელს „ბეტმენის“ კომიქსებისა და ფილმების სერიის პერსონაჟ „ჯოკერის“ მსგავსად ეცვა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა პოლიციას უთხრა, რომ ადამიანების მოკვლა სურდა, რადგან შემდეგ სიკვდილით დაესაჯათ.