ტოკიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ტოკიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ტოკიოში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ეს კი მაისის შემდეგ იაპონიის დედაქალაქში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 18 ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელია.

იაპონიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 18 220 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 940 ადამიანი.