ტოკიოს სანაპიროსთან, პორტში ტაიფუნის გამო, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ჩაიძირა

09:17, 13.10.2019

ტოკიოს სანაპიროსთან, პორტში ტაიფუნის გამო, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონური სააგენტო „კიოდო“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ამჟამად ეკიპაჟის 12 წევრიდან ერთი დაღუპულია, შვიდი კი დაკარგულად ითვლება. მათი ძებნის ოპერაციაში იაპონიის სანაპირო დაცვა და საგანგებო სამსახურები მონაწილეობენ.

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბის“ 10 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაკარგულად ითვლება. 100-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

მსგავსი