ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დირექტორი ჰოლოკოსტზე ხუმრობისთვის გაანთავისუფლეს #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დირექტორი ჰოლოკოსტზე ხუმრობისთვის გაანთავისუფლეს #1TVSPORT

„ტოკიო 2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტმა გაანთავისუფლა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორი კენტარო კობაიასი, – დაწერა გაზეთმა Japan Times-მა.

წყაროს ცნობით, 48 წლის კობაიასის დათხოვნის მიზეზი გახდა 1998 წელს ჰოლოკოსტის მიმართ მისი დამცინავი განცხადებები.

გაირკვა, რომ ახალგაზრდობაში კომედიური დუეტის ერთ-ერთ სკეტჩში მან ჰოლოკოსტს დასცინა და თავის გამოსვლაში ანტისემიტური ხუმრობები გამოიყენა. იაპონური მედიის ინფორმაციით, კობაიასიმ თავის კომედიურ აქტში გაიხსენა ნაცისტების მიერ მოკლული ექვსი მილიონი ებრაელი და თქვა: „მოდით, გავითამაშოთ ჰოლოკოსტი“.

„ნებისმიერ ადამიანს, როგორი შემოქმედებითიც არ უნდა იყოს ის, არ აქვს უფლება დასცინოს ნაცისტური გენოციდის მსხვერპლს. ამ ადამიანის ნებისმიერი ასოციაცია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან, შეურაცხყოფას აყენებს ექვსი მილიონი ებრაელის ხსოვნას და პარალიმპიური თამაშების დიდი შეურაცხყოფა იქნება“, – განაცხადა გლობალური სოციალური მოქმედებების დირექტორმა აბრაჰამ კუპერმა.