ტოკიო 2020 | უხვგოლიანი ტური ოლიმპიადის ქალთა ტურნირზე ფეხბურთში #1TVSPORT
ტოკიო 2020 | უხვგოლიანი ტური ოლიმპიადის ქალთა ტურნირზე ფეხბურთში #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ქალთა ტურნირზე ფეხბურთში დღეს მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა და თითქმის ყველა მატჩი უხვგოლიანი გამოდგა.

გატანილი ბურთების მხრივ ყველაზე გამორჩეული ჩინეთისა და ზამბიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებების დაპირისპირება იყო, რომელიც ანგარიშით 4:4 დასრულდა.

აღსანიშნავია რომ, ზამბიის ქალთა ნაკრების 21 წლის შემტევმა, ბარბრა ბანდამ ტოკიო 2020-ზე გამართულ ზედიზედ ორ შეხვედრაში მოახერხა ჰეთ-თრიკის შესრულება და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ამ დრომდე სხვა არც ერთ ქალ ფეხბურთელს არ შეუსრულებია ორი ჰეთ-თრიკი ერთ ოლიმპიადაზე. ტოკიო 2020-ზე პირველად ამის გაკეთება მან ნიდერლანდებთან ჩატარებულ შეხვედრაში შეძლო (3:10).

სხვა მატჩების ანგარიშები: ჩილე – კანადა 1:2, შვედეთი – ავსტრალია 4:2, იაპონია – დიდი ბრიტანეთი 0:1, ნიდერლანდები – ბრაზილია 3:3, ახალი ზელანდია – აშშ 1:6.