ტოკიო 2020 | ტყვიის სროლაში მეორე ოქრო ირანელს ერგო #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ტყვიის სროლაში მეორე ოქრო ირანელს ერგო #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ტყვიის მსროლელებმა მედლების მეორე კომპლექტი გაითამაშეს – მამაკაცებს შორის 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში.

აქ ფავორიტი პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი, ჩინელი წეი პანგი იყო, მაგრამ მან მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. ეს მისი მესამე ოლიმპიური მედალია – 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროში პანგმა ასევე ბრინჯაო მოიპოვა.

ჩემპიონი გახდა ირანელი ჯავად ფორუღი, რომლის შედეგი – 244.8 ქულა ახალი ოლიმპიური რეკორდია. ვერცხლის მედალი მოიპოვა სერბმა დამირ მიკეცმა.