„საბურთალო“-„საბაჰის“ მატჩის გამართვის ადგილი შეიცვალა #1TVSPORT
„საბურთალო“-„საბაჰის“ მატჩის გამართვის ადგილი შეიცვალა #1TVSPORT

ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე „საბურთალო“ მესამე ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანულ „საბაჰს“ დაუპირისპირდება – ამ მატჩში აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, აზად რაჰიმოვის სახელობის თასი გათამაშდება.

მატჩი 28 ივლისს გაიმართება, მაგრამ ჩატარების ადგილი შეიცვალა. შეხვედრა თავიდან 28 ივლისს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 17:30 საათზე დაიგეგმა. საბოლოოდ, მატჩის თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე, 19:00 საათზე ჩატარება გადაწყდა.

შეხვედრა მიეძღვნება აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, აზად რაჰიმოვის ხსოვნას. თასის დაპირისპირება „საბურთალოსა“ და აზერბაიჯანის პრემიერლიგის „საბაჰის“ შორის წელს პირველად ჩატარდება და მას ყოველწლიური ხასიათი ექნება.

თასი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და მისი პარტნიორი კომპანიის მხარდაჭერით გაიმართება. ეს ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე „საბურთალოს“ მესამე ამხანაგური მატჩი იქნება. მანამდე ხვიჩა შუბითიძის გუნდი ერევნის „პიუნიკსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა და ორივე მატჩი 1:1 დაასრულა.