ტოკიო 2020 | ქალთა ტურნირი ფეხბურთში მოულოდნელობით დაიწყო – შვედეთმა აშშ გაანადგურა #1TVSPORT

15:53, 21.07.2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ქალთა ტურნირზე ფეხბურთში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. G ჯგუფში შვედეთის ეროვნულმა გუნდმა ყველასთვის მოულოდნელად ამერიკის ნაკრებს დიდი ანგარიშით 3:0 სძლია და ჯგუფში გალიდერდა.

ამ ორ ძლიერ ნაკრებთან ერთად პლეიოფში გასვლას ავსტრალია და ახალი ზელანდია შეეცდებიან, რომლებიც ერთმანეთში დღეს მოგვიანებით ითამაშებენ.

E ჯგუფში დიდი ბრიტანეთის ქალთა ოლიმპიურმა ნაკრებმა დამაჯერებლად ჩილეს გუნდს სძლია ანგარიშით 2:0, ხოლო F ჯგუფში ოლიმპიადის მოგების ერთ-ერთმა ფავორიტმა, ბრაზილიის ნაკრებმა ჩინეთის ეროვნული გუნდი გაანადგურა 5:0.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ამ წუთებში სხვადასხვა ჯგუფების კიდევ სამი შეხვედრა იმართება, მასპინძელი იაპონიის ნაკრები კანადას ეთამაშება, ნიდერლანდები ზამბიას, ხოლო ავსტრალია ახალ ზელანდიასთან თამაშობს.

მსგავსი