ტოკიო 2020 | პირველი სენსაციები კაცთა ფეხბურთის ტურნირზე #1TVSPORT
ტოკიო 2020 | პირველი სენსაციები კაცთა ფეხბურთის ტურნირზე #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების კაცთა ტურნირზე ფეხბურთში პირველი ტურის შეხვედრები იმართება.

C ჯგუფის პირველ და კაცთა გათამაშების საწყის შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა. ოლიმპიადის მოგების ერთ-ერთმა ფავორიტმა ნაკრებმა, ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა ეგვიპტის დამარცხება ვერ შეძლო. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა – 0:0.

კაცთა ტურნირზე უკვე დამთავრდა კიდევ ორი შეხვედრა. მექსიკამ მოულოდნელად საფრანგეთის ძლიერი ეროვნული გუნდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა, ხოლო ახალმა ზელანდიამ ასევე სენსაციურად სამხრეთ კორეას 1:0 მოუგო.

ტოკიო 2020-ზე დღეს სხვადასხვა ჯგუფებში კიდევ ხუთი შეხვედრა გაიმართება.