ტოკიო 2020 | ოლიმპიადაზე პირველი ჩემპიონი გამოვლინდა #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ოლიმპიადაზე პირველი ჩემპიონი გამოვლინდა #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ჩემპიონია ცნობილი. ქალებს შორის 10 მეტრიდან პნევმატური შაშხანით სროლაში გაიმარჯვა 21 წლის ჩინელმა კიან იანმა. მისი შედეგი 251.8 ქულა იყო. მას კონკურენციას უწევდა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ანასტასია გალაშინა, რომელმაც 251.1 ქულა დააგროვა. ბოლო გასროლის წინ, რუსი ლიდერობდა, მაგრამ ნერვებს ვერ გაუმკლავდა და მხოლოდ 8.9 ქულა (მაქსიმუმი – 10.9) აჩვენა, რამაც ჩინელს ოქროსკენ გზა გაუხსნა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შვეიცარიელმა ნინა კრისტენმა – 230.6 ქულა.