ტოკიო 2020 | კორეამ მშვილდოსნობის სადებიუტო დისციპლინაში გაიმარჯვა #1TVSPORT
ტოკიო 2020 | კორეამ მშვილდოსნობის სადებიუტო დისციპლინაში გაიმარჯვა #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიადაზე მშვილდოსნობის ტურნირში პირველი ჩემპიონი გაირკვა. ზაფხულის თამაშებში დებიუტი ჰქონდა ახალ დისციპლინას – შერეულ წყვილებში გუნდურ პირველობას.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონობა კორეის ნაკრებმა მოიპოვა, რომლის რიგებში გამოდიოდნენ სან ანი და ჟე დეოკ კიმი. აზიელებმა ფინალში 5:3 მოუგეს ნიდერლანდების ნაკრებს გაბრიელა შლოსერისა და სტივ ვილერის შემადგენლობით.

პირველი სეტი ევროპელებმა მოიგეს, რის შემდეგაც, კორეამ ორი სეტი აიღო, ბოლო პარტია კი ფრედ დასრულდა.

კორეელებმა ამ დისციპლინაში ახალგაზრდული გუნდი გაიყვანეს. ანი 21 წლისაა, კიმი კი 17 წლის. წინა დღეს, ანმა ინდივიდუალური პირველობის კვალიფიკაციაში 720 შესაძლებლიდან 680 ქულა დააგროვა და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა.

მესამე ადგილისთვის მატჩში მექსიკამ 6:2 დაამარცხა თურქეთი – 6:2.