ტოკიო 2020 | ჯირო დ’იტალიას ჩემპიონმა ჯგუფური რბოლა მოიგო  #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ჯირო დ’იტალიას ჩემპიონმა ჯგუფური რბოლა მოიგო  #1TVSPORT

ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი გახდა ტოკიოს ოლიმპიადაზე ჯგუფური რბოლის ტრიუმფატორი. მან 234-კილომეტრიანი დისტანცია ექვს საათსა და 5.26 წუთში დაფარა და უახლოეს მდევრებს – ბელგიელ ვოუტ ვან აერტსა და სლოვენიელ ტადეი პოგაჩარს წუთი და შვიდი წამი მოუგო.

კარაპასი თანამედროვე ველორბოლის ერთ-ერთ ვარსკვლავია. მან 2019 წელს ჯირო დ’იტალია მოიგო, წელს, ტურ დე ფრანსზე კი საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

ბოლო ორი ტურ დე ფრანსის გამარჯვებული პოგაჩარი მხოლოდ ბრინჯაოს მედლამდე მივიდა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ვან აერტს ვერცხლის მედალი ერგო.

ტოკიო 2020-ის მედლების საერთო ჩათვლა

1. ჩინეთი 2 0 1 3
2. ეკვადორი 1 0 0 1
3. ირანი 1 0 0 1
4. კორეა 1 0 0 1
5. ბელგია 0 1 0 1
6. ინდოეთი 0 1 0 1
7. ნიდერლანდები 0 1 0 1
8. ROC 0 1 0 1
9. სერბეთი 0 1 0 1
10. ინდონეზია 0 0 1 1
11. მექსიკა 0 0 1 1
12. სლოვენია 0 0 1 1
13. შვეიცარია 0 0 1 1