ტოკიო 2020 | ენდი მარეი რიოში მოპოვებულ ტიტულს ვერ დაიცავს #1TVSPORT
epa09314386 Andy Murray of Britain waves to spectators after winning against Oscar Otte of Germany during their second round match at the Wimbledon Championships, Wimbledon, Britain 30 June 2021. EPA-EFE/NEIL HALL EDITORIAL USE ONLY
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანელი ენდი მარეი ვერ დაიცავს რიო-დე-ჟანეიროში მოპოვებულ ტიტულს. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი არ გამოვა ტოკიოს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის ერთეულებში, რისი მიზეზიც ბარძაყის კუნთის ტრავმაა.
ბრიტანელს ერთეულებში ავსტრიელი მაქს პერსელი შეცვლის.
ამასთან, იტყობინებიან, რომ მარეი ითამაშებს წყვილებში თანამემამულე ჯო სალისბერისთან ერთად. ბრიტანელთა დუეტმა 24 ივლისს უკვე გაიარა პირველი რაუნდი და 26 ივლისს მეორე წრეში გერმანელებს – კევინ კრავიცსა და ტიმ პიუცს შეხვდება.