ტოკიო 2020 | ჩინეთმა ოლიმპიადაზე მეორე ოქრო მოიპოვა #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ჩინეთმა ოლიმპიადაზე მეორე ოქრო მოიპოვა #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიადის ძალოსნობის ტურნირზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა ძალოსნობაში – ქალებმა იასპარეზეს 49-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

გამარჯვება დიდი უპირატესობით ჩინელმა ჟიჰუი ჰოუმ მოიპოვა, მან ორივე დისციპლინაში ოლიმპიური რეკორდი დააფიქსირა – აკვრაში (94.0) და ატაცში (116.0). რა თქმა უნდა, ორი ცდის ჯამში დაფიქსირებული შედეგი – 200 კილოგრამიც ახალი ოლიმპიური რეკორდია.

მეორე ადგილზე გავიდა მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი, ინდოელი ჩანუ მირაბაი, რომელიც გამარჯვებულს რვა კილოგრამით ჩამორჩა. მესამე იყო ინდონეზიელი ვინდი აისაჰი 194 კილოგრამით.

ტოკიოს ოლიმპიადაზე, ჯერჯერობით, მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა და ორივე ჩინეთმა მოიგო. მანამდე ქალებს შორის 10 მეტრიდან პნევმატური შაშხანით სროლაში გაიმარჯვა კიან იანმა.