ტოკიო 2020 | აშშ-მ ცურვის ფინალების დღეს ექვსი მედალი მოიპოვა, დამყარდა მსოფლიოს პირველი რეკორდი #1TVSPORT
ტოკიო 2020 | აშშ-მ ცურვის ფინალების დღეს ექვსი მედალი მოიპოვა, დამყარდა მსოფლიოს პირველი რეკორდი #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიადაზე ცურვის ტურნირში მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა. ტრიუმფალური იყო ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების გამოსვლა – მან ექვსი მედალი მოიპოვა: ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

დიდი სენსაცია მოხდა მამაკაცებს შორის 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. 18 წლის ტუნისელმა აჰმედ ჰაფნაუიმ, რომელიც ფინალში მერვე ბილიკზე ცურავდა, ოქროს მედალი მოიპოვა. მან კვალიფიკაციაში ნაჩვენებ დროს სამი წამი ჩამოაკლო და თავის ქვეყანას ისტორიაში მეხუთე ოქრო მოუტანა.

ამერიკელების ტრიუმფით დასრულდა კაცებს შორის 400 მეტრზე კომპლექსური დისტანცია. კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა ჩეიზ კალიშმა, მეორეზე გავიდა მისი თანამემამულე ჯეი ლიზერლენდი.

დიდ ინტერესს იწვევდა ქალებში 400 მეტრზე კომპლექსურში უნგრელი ლეგენდის, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონის კატინკა ჰოსუს გამოსვლა. როგორც გაირკვა, ის ვერ შეხვდა კარგ ფორმაში ტოკიოს ოლიმპიადას და მხოლოდ მეხუთე დრო აჩვენა. ოქრო მოიპოვა ნაკლებად ცნობილმა იაპონელმა იუი ოჰაშიმ, რომლისთვისაც ეს იყო დიდ ტურნირებზე პირველი მედალი.

დღის კულმინაცია აღმოჩნდა ფინალი ქალებს შორის 4×100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში. ამ დისციპლინაში ზედიზედ მესამე ოლიმპიადა მოიგო ავსტრალიამ. მან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა და პირველად ცურვის ისტორიაში გახდა გუნდი, რომელიც 3 წუთიდან და 30 წამიდან გამოვიდა. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა კეიტ კემპბელი, ორგზის – ბრონტე კემპბელი და ემა მაკეონი.

400 მ. კომპლექსური. კაცები

  1. ჩეიზ კალიში (აშშ) – 4:09.42
  2. ჯეი ლიზერლენდი (აშშ) – +0.86
  3. ბრენდონ სმიტი (ავსტრა) – +0.96

400 მ. თავისუფალი. კაცები

  1. აჰმედ ჰაფნაუი (ტუნ) – 3:43.36
  2. ჯეკ მაკლაფლინი (ავსტრა) – +0.16
  3. კირან სმიტი (აშშ) – +0.58

400 მ. კომპლექსური. ქალები

  1. იუი ოჰაში (იაპ) – 4:32.08
  2. ემა ვეიანტი (აშშ) – +0.68
  3. ჰალი ფლიკინგერი (აშშ) – +2.82

4x100 მ. თავისუფალი. ქალები

  1. ავსტრალია – 3:29.69 (მ.ს.)
  2. კანადა – +3.09

3. აშშ – +3.12