ტოკიო 2020 | 25 ივლისს ტოკიოში ასპარეზობას ოლიმპიური თამაშების ლეგენდა ნინო სალუქვაძე დაიწყებს #1TVSPORT
ტოკიო 2020 | 25 ივლისს ტოკიოში ასპარეზობას ოლიმპიური თამაშების ლეგენდა ნინო სალუქვაძე დაიწყებს #1TVSPORT

მეცხრე ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ლეგენდარული ნინო სალუქვაძე კვირას საკუთარ ძალებს 10 მეტრიანი პისტოლეტიდან სროლაში მოსინჯავს.

ნინო სალუქვაძე საკვალიფიკაციო ეტაპზე რიგით 56-ე გამოვა. ეს ეტაპი დილის 04:00 საათზე დაიწყება. ფინალის საგზურის მფლობელი რვა საუკეთესო შედეგის მქონე მსროლელი გახდება. 10-მეტრიანი პისტოლეტიდან სროლაში ფინალური ბლოკი 06:15 საათზე დაიწყება.