ტოკიო 2020 | 20 წლის ამერიკელმა შენერმა პნევმატური შაშხანით სროლაში ოქრო მოიპოვა #1TVSPORT
ტოკიო 2020 | 20 წლის ამერიკელმა შენერმა პნევმატური შაშხანით სროლაში ოქრო მოიპოვა #1TVSPORT

ამერიკელი უილიამ შენერი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 10 მეტრიდან პნევმატური შაშხანით სროლაში.

მისი შედეგი 251.6 ქულა ახალი ოლიმპიური რეკორდია.

ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჩინელებმა მოიპოვეს. მეორე იყო ლიჰაო შენმა (250.9), მესამე – ჰაორან იანი (229.4).

შენერი 20 წლისაა. ის ტოკიოში 50 მეტრიდან სროლაშიც გამოვა. ამ დისციპლინაში მას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.