ტოივო კლაარი – ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება გახლავთ იმ გაჭირვების ილუსტრაცია, რომლის წინაშეც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრებლები არიან
ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება გახლავთ იმ გაჭირვების ილუსტრაცია, რომლის წინაშეც არიან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადამიანები, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა „ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა.
„კარგი ამბავია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, მისი დაკავება და სამხრეთ ოსეთში გადასასვლელი პუნქტების დაკეტვა, გახლავთ ილუსტრაცია იმ გაჭირვებისა და საფრთხეებისა, რომლის წინაშეც არიან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადამიანები“, – წერს ტოივო კლაარი.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.
Good news that Dr Vazha Gaprindashvili was released today. His detention and the continued closure of the crossing points to #SouthOssetia however illustrate the continued hardships and perils faced by people along the #ABL.
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) December 28, 2019