ტოივო კლაარი - რუსული მხარისგან დაჟინებით მოვითხოვთ, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდოს
ტოივო კლაარი - რუსული მხარისგან დაჟინებით მოვითხოვთ, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდოს

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე, ტოივო კლაარი სოხუმში გამართული შეხვედრების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ხვდება.

შეხვედრამდე ტოივო კლაარმა პირველ არხთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სოხუმში შეხვედრისას ირაკლი კვარაცხელიას საქმეზეც იყო საუბარი.

„გვქონდა სოხუმში შეხვედრები ჟენევის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად. განვიხილეთ ჟენევის მორიგი რაუნდი, ვისაუბრეთ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ყველა იმ შესაძლო მტკიცებულებას, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიცხადეს შეიტანს. დამატებით რაიმე მტკიცებულება ამ მიმიღია, თუმცა ამ ფაქტზე ზუსტად იგივე ინფორმაცია მოგვაწოდეს, რაც საჯაროდ გაცხადდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნლეოვანია, რომ ყველა არსებული ინფორმაციით ვიყოთ უზრუნველყოფილი. კონტაქტზე ვარ რუსულ მხარესთან და დაჟინებით მოვითხოვთ, ქართულ მხარეს მიაწოდონ ყველანაირი ინფორმაცია“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.