ტოივო კლაარი – შეშფოთებული ვარ ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო
მნიშვნელოვანია დეესკალაცია და ისტორიული შესაძლებლობის რელსებიდან გადახვევის თავიდან აცილება ათლეულების ბრძოლის გვერდის გადასაშლელად, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა განაცხდა.
„შეშფოთებული ვარ ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო. ევროკავშირი მოწოდებულია, გააღრმავოს თავისი ჩართულობა სამშვიდობო პროცესში; ჩვენ ვართ ჩართული მრავალ დონეზე. მნიშვნელოვანია დეესკალაცია და ისტორიული შესაძლებლობის რელსებიდან გადახვევის თავიდან აცილება ათწლეულების ბრძოლის გვერდის გადასაშლელად“, – თქვა ტოივო კლაარმა.
მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, არის მსხვერპლი.
Concerned about reports of increased tensions in 🇦🇲-🇦🇿 context over recent days. 🇪🇺is committed to deepening its engagement in the peace process; we are engaged on multiple levels. Important to deescalate & avoid derailing an historic opportunity to turn page on decades of strife
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) August 2, 2022