ტოივო კლაარი – ევროკავშირი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დეესკალაციის ხელშესაწყობად, ორივე მხარესთან კონტაქტზე იმყოფება

11:09, 13.09.2022

ევროკავშირი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დეესკალაციის ხელშესაწყობად ორივე მხარესთან კონტაქტზე იმყოფება, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები და ინტენსიური ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები და ინტენსიური ცეცხლი უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. ევროკავშირი მჭიდრო კონტაქტზეა მხარეებთან დეესკალაციის ხელშესაწყობად“, – წერს ტოივო კლაარი.

მსგავსი