ტოივო კლაარი - ჩვენ უნდა დავიცვათ ჟენევის დისკუსიების ფორმატი მომავლის ხედვით, რომელშიც აუცილებლად გვექნება უფრო მეტი წინსვლა
ტოივო კლაარი - ჩვენ უნდა დავიცვათ ჟენევის დისკუსიების ფორმატი მომავლის ხედვით, რომელშიც აუცილებლად გვექნება უფრო მეტი წინსვლა

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ტოივო კლაარი მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უნიკალურია და საჭიროა ამ ფორმატის შენარჩუნება.

მისი თქმით, შესაძლოა, ამ ეტაპზე აღნიშნულ ფორმატს დიდი პროგრესი არ გააჩნია, თუმცა მომავალში აუცილებლად იქნება მეტი წინსვლა.

„ჟენევის მოლაპარაკებები უნიკალურია, ამიტომაც უნდა შევინარჩუნოთ ის. ზოგჯერ, შესაძლოა, იმედგაცრუებულები ვიყოთ პროგრესის თვალსაზრისით, მაგრამ მე ყოველთვის მაქვს იმედი, რომ აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ კარგ სარგებელს მივიღებთ ამ ფორმატისგან მნიშვნელოვან საკითხებზე. ახლა, შესაძლოა, ვხედავდეთ, რომ პროცესი მნიშვნელოვნად არ მიდის წინ, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ფორმატი მომავლის ხედვით, რომელშიც აუცილებლად გვექნება უფრო მეტი წინსვლა“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.

ჟენევის დისკუსიების მორიგი, 53-ე რაუნდი დღეს გაიმართება.